ტრენინგი „პროექტის მართვა.“
2015 წლის თებერვალში,მშვიდობის კორპუსის მიერ,გაიმართა
ტრენინგი სახელწოდებით „პროექტის მართვა და დიზაინი“ამერიკელ მოხალისე და პარტნიორ
მასწავლებელთათვის.ტრენინგი გაგრძელდა 4 დღე.ტრენერებმა შეგვასწავლეს,თუ როგორ წარმართულიყო
წარმატებული პროექტი.გავეცანი მის განსახორციელებელ სათითაო ეტაპს.მე და ჩემმა ამერიკელმა
მოხალიოსემ ვარჩიეთშეგვექმნა პროექტი სახელწოდებით-„წინანდლის ბაღი“(სკოლის ეზოში.)
პროექტის
მიზანი:1.მოსწავლეების გააქტიურება
და გაკვეთილების შემდეგ სახალისო აქტივობებში ჩართვა.2.მათი კომუნიკაციის ხელის შეწყობა.3.ისინი
შეძლებენ საკუთარი გარემოსდაცვას.
საფეხური I-პროექტორის
შეძენა,რისი მეშვეობითაც ,20 ბავშვიან ჯგუფს ვაჩვენებთ დოკუმენტურ ფილმს,რაც ამ აქტივობაში
ჩართვის მოტივაციას აუმაღლებს მოსწავლეებს.სადაც აღწერილი იქნება:თუ როგორ ერთობიან
ბავშვებისახალისო აქტივობებით.თუ როგორ ეკონტაქტებიან ერთმანეთს მშობლები შვილებთან
ერთად და სოფლის ცხოვრებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ქმედებები.
საფეხურიII-ორ
თვიან ვადაში ,5წევრიან მასწავლებლების ჯგუფთან
ერთად,მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის ეზოს ერთ ნაწილს.
მიზეზი:წინანდალში,მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის შემდეგ,არ
აქვთ ერთმანეთთან საკონტაქტო ადგილი.ისინი
დაიცავენ გარემოს სისუფთავეს,რადგან ამ გარემოს შექმნაში მათი დიდი წვლილი იქნება შეტანილი.შექმნილი
დასასვენებელ-სათამაშო მოედანი ხელს შეუწყობს მოსწავლეების მშობლებსაც,რომ გამოიყვანონ
თავიანთი შვილები სუფთა ჰაერზე და ჯანსაღ ურთიერთობას შეეწყობა ხელი.
რეფლექსია
2015 წლის 2 მარტს,მე და ამერიკელმა მოხალისემ ტრენინგზე
მიზნად დასახული პროექტი გავაცანით ჩვენი სკოლის დირექტორ ქალბატონ ვ.ჩიკვაიძეს,ვინც
ძალიან მოგვიწონა იდეა.განხორციელდა თემის ჩართვაც მიმდინარე პროექტში.
9 მარტს შევხვდი კათედრის წევრებს.ჩემ მიერ წარმართულ
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პედაგოგები:მ.მსუქნიშვილი,ი.ქუმსიაშვილი,ნ.ხოზბერუაშვილი,მ.ბეჟუაშვილი
და ლ. შოშიაშვილი.მასწავლებლები სიამოვნებით დამთანხმდნენდაგეგმილ აქტივობებში ჩართვაზე.
თვის ბოლოს,როგორც კი ორგანიზაციამ შეგვიძინა პროექტორი,ვუჩვენეთ
მოსწავლეებს დოკუმენტური ფილმი.