Wednesday, February 17, 2016

ტრენინგი „პროექტის მართვა.“
   2015 წლის თებერვალში,მშვიდობის კორპუსის მიერ,გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით „პროექტის მართვა და დიზაინი“ამერიკელ მოხალისე და პარტნიორ მასწავლებელთათვის.ტრენინგი გაგრძელდა 4 დღე.ტრენერებმა შეგვასწავლეს,თუ როგორ წარმართულიყო წარმატებული პროექტი.გავეცანი მის განსახორციელებელ სათითაო ეტაპს.მე და ჩემმა ამერიკელმა მოხალიოსემ ვარჩიეთშეგვექმნა პროექტი სახელწოდებით-„წინანდლის ბაღი“(სკოლის ეზოში.)
პროექტის მიზანი:1.მოსწავლეების გააქტიურება და გაკვეთილების შემდეგ სახალისო აქტივობებში ჩართვა.2.მათი კომუნიკაციის ხელის შეწყობა.3.ისინი შეძლებენ საკუთარი გარემოსდაცვას.
საფეხური I-პროექტორის შეძენა,რისი მეშვეობითაც ,20 ბავშვიან ჯგუფს ვაჩვენებთ დოკუმენტურ ფილმს,რაც ამ აქტივობაში ჩართვის მოტივაციას აუმაღლებს მოსწავლეებს.სადაც აღწერილი იქნება:თუ როგორ ერთობიან ბავშვებისახალისო აქტივობებით.თუ როგორ ეკონტაქტებიან ერთმანეთს მშობლები შვილებთან ერთად და სოფლის ცხოვრებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ქმედებები.
საფეხურიII-ორ თვიან ვადაში  ,5წევრიან მასწავლებლების ჯგუფთან ერთად,მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის ეზოს ერთ ნაწილს.
მიზეზი:წინანდალში,მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის შემდეგ,არ აქვთ  ერთმანეთთან საკონტაქტო ადგილი.ისინი დაიცავენ გარემოს სისუფთავეს,რადგან ამ გარემოს შექმნაში მათი დიდი წვლილი იქნება შეტანილი.შექმნილი დასასვენებელ-სათამაშო მოედანი ხელს შეუწყობს მოსწავლეების მშობლებსაც,რომ გამოიყვანონ თავიანთი შვილები სუფთა ჰაერზე და ჯანსაღ ურთიერთობას შეეწყობა ხელი.
რეფლექსია
  2015 წლის 2 მარტს,მე და ამერიკელმა მოხალისემ ტრენინგზე მიზნად დასახული პროექტი გავაცანით ჩვენი სკოლის დირექტორ ქალბატონ ვ.ჩიკვაიძეს,ვინც ძალიან მოგვიწონა იდეა.განხორციელდა თემის ჩართვაც მიმდინარე პროექტში.
 9 მარტს შევხვდი კათედრის წევრებს.ჩემ მიერ წარმართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ პედაგოგები:მ.მსუქნიშვილი,ი.ქუმსიაშვილი,ნ.ხოზბერუაშვილი,მ.ბეჟუაშვილი და ლ. შოშიაშვილი.მასწავლებლები სიამოვნებით დამთანხმდნენდაგეგმილ აქტივობებში ჩართვაზე.
  თვის ბოლოს,როგორც კი ორგანიზაციამ შეგვიძინა პროექტორი,ვუჩვენეთ მოსწავლეებს დოკუმენტური ფილმი.

  ამის შემდეგ,სკოლის დირექტორთან ერთად,გავწერეთ გრძელვადიანი პტოექტის გეგმა და ფინანსები დაანგარიშდა.

No comments: