დღეს Intel ტრენინგის ბოლო დღეა.დავასრულეთ ტრენინგი,რომელმაც უამრავი რამ მასწავლა და ვარ ძალიან კმაყოფილი.
დღეს ვიხილეთ სხვადასხვა მასწავლებლების პროექტების პრეზენტაცია(აგრეთვე ჩემი პროექტისაც),რაზეც აღვნიშნეთ 3 დადებითი ფაქტი და 2 სარეკომენდაციო კითხვა დავსვით.
დიდი მადლობა ქალბატონ ლალის.
Saturday, June 13, 2015
Sunday, June 7, 2015
მერვე დღის რეფლექსია
დღეს მოვაწესრიგეთ პორტფოლიო და გამოვაქვეყნეთ ნამუშევარი.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების დამხმარე რესურსებს.
Saturday, June 6, 2015
Saturday, May 30, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით ინფორმაციის მოპოვებას და საავტორო უფლებების დაცვას.შევქმენით მოსწავლის ნაშრომი.
Tuesday, May 26, 2015
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:
· განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;· განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;· გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
· ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;· განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
კითხვა- გააანალიზეთ ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტები
სტატიაში.(მაგ:პროდუქტი სწრაფი კვების ობიექტებში,კვების რაციონი და ა.შ.
წერა
- დაწერეთ ესე“რამდენად აქტუალურია ჯანსაღი
პროდუქტის მიღება სასკოლე ასაკში“(გაირკვევა მართლწერის საკითხები და
ინგლისური ენის შესაბამისი ცოდნა)
მოსმენა/საუბარი
- გააკეთეთ განმარტებითი პრეზენტაციები.
- გამოიყენეთ
მტკიცებულება თეზისის და მასთან დაკავშირებული განცხადებების
დასადასტურებლად. მტკიცებულების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფორმაცია ყველა
მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ.
მეოთხე დღის რეფლექსია
სლაიდის სახით შევქმენით პროექტის პრეზენტაცია,რომელიც განვათავსეთ ბლოგზე.
ასევე შევიმუშავეთ შეფასების ჩარჩოს შევსების პრინციპები.
მადლობა.
ასევე შევიმუშავეთ შეფასების ჩარჩოს შევსების პრინციპები.
მადლობა.
Monday, May 25, 2015
მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
- გააცნობიერონ ჯანსაღი პროდუქტის და მათში
არსებული ვიტამინების აუცილებლობა ადამიანისათვის.
- გააანალიზონ არაჯანსაღ პროდუქტს რა ზიანის
მიყენება შეუძლია ადამიანისათვის,მითუმეტეს მოსწავლეების ასაკში.
- ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და
შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები,
რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნების და აუდიტორიის
შესაბამისად გადმოსცენ.
ჩემი პროექტის იდეა
არაჯანსაღი პროდუქტის შესაცნობად,მოსწავლეები
იკვლევენ მათ არსებობას და რაოდენობას.ინფორმაციის მოძიების შემდეგ,მოსწავლეები
იყენებენ თვლადი და უთვლადი ნივთების აღმნიშვნელ სიტყვებს პროდუქტებთან
მიმართებაში და დიფერენცირებას ახდენენ ჯანსაღ და არაჯანსაღ პროდუქტებს
შორის.მოსწავლეები ცდილობენ გადაწყვიტონ არაჯანსაღი პროდუქტით გამოწვეული
პრობლემები და დაასახელონ ამ პრობლემების თავიდან აცილების პრევენცია.მოსწავლეები გუნდებად
მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და
პროდუქტს, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით. ყოველი გუნდი იკვლევს
საზოგადოების საჭიროებებს და რესურსებს და განსაზღვრავს მოქმედების კურსს.
Sunday, May 17, 2015
მესამე დღის რეფლექსია
დღეს შევისწავლეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.ჩამოვაყალიბეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
აგრეთვე განვახორციელეთ აქტივობები ბლოგზე: გაჯეტების შევსება და გვერდების დამატება.
აგრეთვე განვახორციელეთ აქტივობები ბლოგზე: გაჯეტების შევსება და გვერდების დამატება.
მიმართულების მიმცემი კითხვები
ზოგადი კითხვა:
- რამდენად ჯანმრთელი ვარ?
- რატომ უნდა იცოდნენ თვლადი და უთვლადი არსებითი სახელების ჩამონათვალი?
- იციან ხილისა და ბოსტნეულის დასახელება ინგლისურ ენაზე?
- რა უარყოფითი თვისებები აქვს არაჯანსაღი პროდუქტის მიღებას?
- რომელ ბოლოსართს ვიყენებთ მრავლობით რიცხვთან პროდუქტთან მიმართებაში?
- რომელ დროს ვიყენებთ თემის დამუშავების დროს?
Saturday, May 9, 2015
პირველი დღის რეფლექსია
ტრენინგი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო.შევისწავლეთ პროექტის იდეის ჩამოყალიბება.მთავარი იდეების თეზისებად განლაგება.ასევე შევისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების ძირითადი საფეხურები.გავიხსენეთ და შევქმენით ახალი ბლოგი.
Subscribe to:
Posts (Atom)