უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:
· განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;· განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;· გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
· ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;· განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
კითხვა- გააანალიზეთ ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტები
სტატიაში.(მაგ:პროდუქტი სწრაფი კვების ობიექტებში,კვების რაციონი და ა.შ.
წერა
- დაწერეთ ესე“რამდენად აქტუალურია ჯანსაღი
პროდუქტის მიღება სასკოლე ასაკში“(გაირკვევა მართლწერის საკითხები და
ინგლისური ენის შესაბამისი ცოდნა)
მოსმენა/საუბარი
- გააკეთეთ განმარტებითი პრეზენტაციები.
- გამოიყენეთ
მტკიცებულება თეზისის და მასთან დაკავშირებული განცხადებების
დასადასტურებლად. მტკიცებულების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფორმაცია ყველა
მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ.
No comments:
Post a Comment