Saturday, May 30, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს  გავეცანით ინფორმაციის მოპოვებას და საავტორო უფლებების დაცვას.შევქმენით მოსწავლის ნაშრომი.

მოსწავლის ნამუშევარი

Tuesday, May 26, 2015

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

 უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები

უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
      უცხოურ ენის სწავლების პრიორიტეტულ მიზნებია მოსწავლეს:
·           განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;·           განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კიხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;·           გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმოადგენლებთან წარმატებული კომუნკაციის უნარი;
·           ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;·           განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტების და ტექსტების გაგების უნარი;

კითხვა
  • გააანალიზეთ ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტები სტატიაში.(მაგ:პროდუქტი სწრაფი კვების ობიექტებში,კვების რაციონი და ა.შ.
წერა
  • დაწერეთ ესე“რამდენად აქტუალურია ჯანსაღი პროდუქტის მიღება სასკოლე ასაკში“(გაირკვევა მართლწერის საკითხები და ინგლისური ენის შესაბამისი ცოდნა)
მოსმენა/საუბარი
  • გააკეთეთ განმარტებითი პრეზენტაციები.
  •  გამოიყენეთ მტკიცებულება თეზისის და მასთან დაკავშირებული განცხადებების დასადასტურებლად. მტკიცებულების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ. 
პირველადი და მეორადი წყაროებიდან აღებული ინფორმაცია და მოსაზრებები ზუსტად და ლოგიკურად გამოიყენეთ.

მეოთხე დღის რეფლექსია

     სლაიდის სახით შევქმენით პროექტის პრეზენტაცია,რომელიც განვათავსეთ ბლოგზე.
ასევე შევიმუშავეთ შეფასების ჩარჩოს შევსების პრინციპები.
 მადლობა.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Monday, May 25, 2015

მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:
  • გააცნობიერონ ჯანსაღი პროდუქტის და მათში არსებული ვიტამინების აუცილებლობა ადამიანისათვის.
  • გააანალიზონ არაჯანსაღ პროდუქტს რა ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისათვის,მითუმეტეს მოსწავლეების ასაკში.
  • ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნების და აუდიტორიის შესაბამისად გადმოსცენ.
გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.

ჩემი პროექტის იდეა

არაჯანსაღი პროდუქტის შესაცნობად,მოსწავლეები იკვლევენ მათ არსებობას და რაოდენობას.ინფორმაციის მოძიების შემდეგ,მოსწავლეები იყენებენ თვლადი და უთვლადი ნივთების აღმნიშვნელ სიტყვებს პროდუქტებთან მიმართებაში და დიფერენცირებას ახდენენ ჯანსაღ და არაჯანსაღ პროდუქტებს შორის.მოსწავლეები ცდილობენ გადაწყვიტონ არაჯანსაღი პროდუქტით გამოწვეული პრობლემები და დაასახელონ ამ პრობლემების თავიდან აცილების პრევენცია.მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით. ყოველი გუნდი იკვლევს საზოგადოების საჭიროებებს და რესურსებს და განსაზღვრავს მოქმედების კურსს.

Sunday, May 17, 2015

მესამე დღის რეფლექსია

    დღეს შევისწავლეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.ჩამოვაყალიბეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
   აგრეთვე განვახორციელეთ აქტივობები ბლოგზე: გაჯეტების შევსება და გვერდების დამატება.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა:
  • რამდენად ჯანმრთელი ვარ?
თემატური კითხვები:
  • რატომ უნდა იცოდნენ თვლადი და უთვლადი არსებითი სახელების ჩამონათვალი?
  • იციან ხილისა და ბოსტნეულის დასახელება ინგლისურ ენაზე?
შინაარსობრივი კითხვები:
  • რა უარყოფითი თვისებები აქვს არაჯანსაღი პროდუქტის მიღებას?
  • რომელ ბოლოსართს ვიყენებთ მრავლობით რიცხვთან პროდუქტთან მიმართებაში?
  • რომელ დროს ვიყენებთ თემის დამუშავების დროს?






Saturday, May 9, 2015

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო.შევისწავლეთ პროექტის იდეის ჩამოყალიბება.მთავარი იდეების თეზისებად განლაგება.ასევე შევისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების ძირითადი საფეხურები.გავიხსენეთ და შევქმენით ახალი ბლოგი.